საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე 2019-2024 წლების ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც საია-ს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია.

უფრო კონკრეტულად, ნონა ქურდოვანიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა.

“როგორ იზრდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი წლების მიხედვით:

2019 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 901 პირს;

2020 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 662 პირს;

2021 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 620 პირს;

2022 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1707 პირს;

2023 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1961 პირს;

2024 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1791 პირს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაში„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: დამპალ სისტემასთან გვაქვს- საქმე ჩვენ სწორ გზაზე ვართ