საია-ს საჩივარი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დაჯარიმების შესახებ აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოებაში არ მიიღო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმებას ითვალისწინებდა,

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოებაში არ მიიღო.

საია-მ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს, მას შემდეგ მიმართა, რაც 31 ივლისს “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, წარდგენაზე კი მხარდამჭერებს უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშილმა მიმართა.

საია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის 4 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, სწორედ ამ მუხლს არღვევდა. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ განიხილა და ის ცესკო-ში, კერძოდ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში გადააგზავნა. ცესკო-მ კი თავის მხრივ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საია-მ განმეორებით მიმართა ფაქტის შესასწავლად აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რომელმაც წარმოებაში კვლავაც არ მიიღო სარჩელი იმ მოტივით, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი, განიხილოს შესაბამისი საჩივარი.

“კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სუბიექტთა წრე, ვინც უფლებამოსილია, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ სახის სამართალდარღვევებზე”, – ნათქვამია უსკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

საია-ში კი მიიჩნევენ, რომ უსკო-ს ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

„ჩვენ უმღალეს სააარჩევნო კომისიას ვთხოვდით, ემსჯელა იმ საარჩვენო სუბიექტების წარდგენის დროს არსებულ დარღვევებზე, რომლის არჩვენებიც აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ წარმოებაში ამ სარჩელის მიუღებლობა უკანონო იყო. ამ ეტაპზე არ გავქვს გადაწყვეტილი, გავასაჩივრებთ თუ არა უსკო-ს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიvideo 28 წლის ქართველი ბიზნესმენის ნატურალურმა წვენმა ბრიტანეთი აღაფრთოვანა
შემდეგი სტატიაქართველი მაგისტრების პროექტი მილანში წლის საუკეთესო პროექტად დასაახელდა