საია-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 10:37

საია-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ

ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდნარეობს,თუმცა დაფიქსირდა რადენიმე დარღვევაც. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლისვილმა განაცხადა.

მისვე თქმით, ძირითადი დარღვებები.დაფიქსირებულია წიჭისყრის პროცედურებთან , ასევე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის არასათანადი მოქცევასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე უბანზე გამოვლინდა დარღვევა გადასატანი ყუთების შთხვევაში, როდესაც წილის ყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ უარი თქვეს გადასატანი ყუთების წაღებაზე. საუბარია მთაწმინდის 20-ე,16-ე,26-ე უბნებზე, ჩუღურეთის 14-ე და 32-ე, დიდუბის 38-ე, ნაძალადევის 51-ე, თელავის რანდენიმე უბანზე“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საია-მ მოიპოვა დოკუმენტი,საიდაანც ირკვევა,რომ საუბნო საარჩევნო კომიისოს თავმჯდომარეების მიმართ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაცემულია დირექტივა, რომ კომისიის წევრები, რომლებიც უარს იტყოდნენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე, მთელი დღის განმავლობაში დარჩებოდნენ უფინქციოდ ან შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

გარდა ამისა, როგორც ნაცვლიშივლმა აღნიშნა 7 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვამელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა, კემჭისყრის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონლური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დატოვებენ საარჩევნო უბანს.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესაბამება კანონს“,-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 10:37

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics