საია პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2017 21:59

საია პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მსჯელობა განახლება აუციელებელია. მათი შეფასებით, კარგია, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა.

საიას თვითმმართველობისა და საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილის თქმით, კანონის ის ნორმა, რომელიც საჯარო განხილვებს ითვალისწინებდა, დაირღვა. პარლამენტმა კი ცვლილებებზე აქტიურად უნდა იმსჯელოს და ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი შეუნარჩუნოს.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, საიაში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომლექტდეს ისე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებზე გარკვეულ შედეგს აჩვენებს, უფლება საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად არჩევნების ჩატარების პროცესი ეჭვქვეშ დადგება და მთლიან მუშაობას შეუშლის ხელს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს და “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონპროექტს დაადო. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნებით ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2017 21:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics