საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიში ცხადყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას და ყურადღებას ამახვილებს: შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლების, წამების აკრძალვის და თანასწორობის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე.
საია ეხმაურება OHCHR ანგარიშს, რომელიც საქართველოში 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას აღწერს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
„ანგარიში არაერთხელ მიუთითებს საიას კომუნიკაციასა და გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე და 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის მიმოხილვისას მნიშვნელოვნად ეყრდნობა საიას შეფასებებს. საიამ OHCHR-ს კომუნიკაცია 2026 წლის იანვარში წარუდგინა.
საია განაგრძობს ადამიანის უფლებებისთვის საქმიანობას, მათ შორის, საერთაშორისო ადვოკატირების გზით”, – აღნიშნულია საიას ინფორმაციაში.

















