საია: ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ოჯახს ოფიციალურ ვერსიასთან პრეტენზია არ აქვს

ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მომხდრი ინციდენტისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახთან საიას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოჯახს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ.

უწყების მტკიცებით, 33 წლის კაცი ნასვამი იყო და მის აგრესიულობაზე საპასუხოდ, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ის მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

თუმცა, არსებობენ სხვა მოწმეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ როცა ახალგაზრდა ცუდად გახდა, მას სამართალდამცველებმა არ დაუჯერეს და დახმარების ნაცვლად, მის დაკავებას ისევ განაგრძობდნენ.

banner
წინა სტატიაშითურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბელარუსში საქართველოს ელჩობის კანდიდატად წარადგინეს