საია მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის საკრებულოს მიერ მილიონიანი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულ საქმეში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ კვლევა საიამ ჯერ კიდევ 20 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს საგამოძიებო ორგანოების ქმედებები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. საიას შეფასებით საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანება დამატებით კითხვებს აჩენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას განცხადებით ხვალ მიმართავს.

„რატომღაც ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ არ გაგვიგია არც ის, მიდის თუ არა გამოძიება და საერთოდ რა ეტაპზეა ეს საქმე. დაასრულეს თუ არა მასალების შეგროვება, დოკუმენტების მოკვლევა, რომელზეც საუბრობდა მთავარი პროკურორი. ასე რომ, ჩვენი განცხადების შემდეგ, გაცილებით იოლი იქნება დასკვნების გაკეთება, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ლოიალობა და ხელის დაფარება კონკრეტული ჯგუფებისათვის, თუ ეს არის სხვა ტიპის პრობლემა, რომელსაც პროკურატურა ვერ უმკლავდება.“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია, გაირკვეს ადგილი ხომ არ ჰქონდა სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს”- აბესაძე ტყიბულის ტრაგედიაზე
შემდეგი სტატიარუსთაველის თეატრის სახურავიდან მაშველებმა მამაკაცი,რომელიც გადახტომას ცდილობდა, ჩამოიყვანეს