საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით,ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში, განსაკუთრებით არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო. ლგბტ+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. 2023 წლის 8 ივლისს „ლისი უანდერლენდის“ ტერიტორიაზე, ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს. პოლიციამ არ უზრუნველყო პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, კვლავ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და კვლავ მისცა სიძულვილის ჯგუფებს ძალადობრივი მოწოდებების დაუბრკოლებლად გავრცელების / ძალადობრივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.[ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.