“საია” ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააუქმოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააუქმოს ნაჩქარევად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საიას შეფასებით, ეს უარყოფითი გზავნილი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალქეებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ უწყების გაუქმების შემთხვევაში, დიასპორა დაკარგავს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

საია ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკითხზე საჯარო კონსულტაციები გამართოს, მათ შორის, დიასპორულ ორგანიზაციებთან და ემიგრანტებთან.

„ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს და ჩვენს მოსაზრებას ვუზიარებთ იმასთან დაკავშირებით, რომ საზიანო იქნება თუ ნაჩქარევად იქნება მიღებული გადაწყვეტილება დიასპორის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს თეონა მაჭარაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვას გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ცვლილებებს კონსულტაციების შედეგად გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“ამ თემაზე კომანეტარს არ ვაკეთებ”-ეკონომიკის მინისტრს ლარის კურსზე საუბარი არ სურს
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერი კომპანია BASF საქართველოში – რეგიონული ოფისის გახსნას პრემიერი დაესწრო