საია კენჭისყრის პროცესს მონიტორინგს 300-მდე უბანზე გაუწევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდება.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საია დაფუძნების დღიდან საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქტიურად აკვირდება და ცდილობს, არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყოს ხელი.

საია 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს თბილისსა და ცხრა რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით 300-მდე საარჩევნო უბანში განთავსდებიან.

„40 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძლებთ, პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. არჩევნების დღეს საია-ში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი – 223-63-48, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლებათ. კენჭისყრის დღეს, საია-ში ასევე,იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისთვის“, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია-ში განმარტავენ, რომ არჩევნების დღეს საია-ს საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით, ინფორმაციას შეაგროვებს და მის ანალიზს მოახდენს.

საია-ს ინფორმაციით, არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, იმუშავებს ასევე, ვებგვერდი WWW.ELECTIONSPORTAL.GE.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რეგიონების 32 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება
შემდეგი სტატიააჭარაში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს 5 ოლქში ირჩევენ