საია: იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაუყონებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და გათავისუფლებულები სამსახურში აღადგინონ.

გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაანთავისუფლა. დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.

ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ მათი გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის Facebook-ის პოსტებით.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთმის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა
შემდეგი სტატიაახალციხე-ნინოწმინდისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს გზებზე შეზღუდვები დაწესდა