საია ითხოვს, 5 ივლისის ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, 5 ივლისის ძალადობის საქმეზე, ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც ამჟამად შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს, გამოსაძიებლად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცეს.

გარდა ამისა, საია ითხოვს, პროკურატურამ აცნობოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა/არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით;

საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ:

5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის