16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

საია: იქ სადაც, დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც

4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღეა.

საიას განცხადებით, საქართველოში ეს დღე გამოწვევებით სავსე რეალობის ფონზე აღინიშნება.

“საია სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად. მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომებს, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია/კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024-2025 წლებში ქვეყანაში დემონსტრანტების მიმართ სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობის შემთხვევები განხორციელდა. ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და, მეორე მხრივ, ამ ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ, იქ სადაც, დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

banner
წინა სტატიაშირობერტ ფიცო: ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან
შემდეგი სტატიარაზე შეთანხმდნენ სტამბოლში უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტები