საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. საგამოძიებო პროცესი უმეტესწილად მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება.ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის არქონას, და, ამის საპირისპირო, ძალადობის წამახალისებელ პრაქტიკებს, რაც, მათ შორის, მოძალადეების დაუსჯელობაში გამოიხატება, დამანგრეველი ეფექტი აქვს მედია თავისუფლების ხარისხზე. საგანგაშოა, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისაგან არც ერთი ამ ეტაპზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის. აღნიშნული დასტურდება, როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო წყაროებით. Freedom House-ს 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს, რომ დამოუკიდებელი მედიის კლასიფიკატორში მდგომარეობა გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების ტენდენციაც გახდა.პრობლემურია 2023 წელს მიღებული ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაციის წესები და საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლებსაც პარლამენტი იღებს დაჩქარებული წესით და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.