საია ბათუმის საკრებულოსა და მერიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს იწყებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის საკრებულოსა და მერიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს იწყებს. საიამ ბათუმის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი აცხადებს, ბათუმის საკრებულოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონოა, ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კი არასაკმარისი.

„არ არის დასაბუთებული თუ რამ განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 10-12 დღით ადრე ამ ტიპის ცვლილებები, მაშინ, როდესაც კანონი კრძალავს და აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არის არსებითად დასაბუთებული გარემოებები. ვფიქრობთ, რომ იმ არგუმენტაციით, რომელიც წარმოადგინა მერმა, არ იყო დასაბუთებული და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან,“ – განაცხადა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს