საია: ბაჩიაშვილის მიმართ ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი პენიტენციურია

საია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი სპეციალური პენიტენციური სამსახურია,

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ დაწყებული/წარმოებული გამოძიება  ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც, ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები. ამასთან, პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის პრაქტიკა.

ორგანიზაციის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ დროში ემთხვევა ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა, და, ამასთან, მის საქმეზე ახლო პერიოდში სხდომების გადადება / არ ჩატარება.

ზემოთ ხსენებული შემთხვევები გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სხვა პირთა  მდგომარეობაზეც, არასათანადო მოპყრობის შიშსა და დაუცველობის განცდას უმძაფრებს როგორც დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს. 
 📣 საია მოუწოდებს: 
🔸 საქართველოს სახალხო დამცველს – მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში განახორციელოს რეგულარული ვიზიტები.  
🔸საქართველოს გენერალურ პროკურორს – სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაავალოს საქართველოს პროკურატურას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით”, – წერია განცხადებაში.   

საიას განცხადება ვრცლად ნახეთ აქ: 

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: სავიზო მიმოსვლის შემოღება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა