“საია” არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 31, 2016 12:30

“საია” არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

მედიაცენტრში არჩევნების მეორე ტურის დღეს დაფიქსირებულ ხარვეზებსა და დარღვევებზე “საიას” ხელმძღვანელმა ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის, მუქარის და სხვა უფლებების შეზღუდვის ფაქტებს. ნაცვლიშვილმა სხვა დარღვევებზეც ისაუბრა, თუმცა მისი შეფასებით საერთო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა:

„სამწუხაროდ დაფიქსირდა დამკვრივებლებისთვის ხელის შეშლის, მუქარის, მათი უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტები, ჯამში ხუტი ფაქტი და გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები, 2 ფაქტი. ასევე მინდა აღვნიშნო ის ინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლს ეხება. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ 29 ოქტომბერს გავავრცელეთ განცხადება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რომელიც საუბრობდა, რომ სხვადასხვა საჯარო უწყებებში, ასევე სკოლებში და ბაღებში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ მითითება , რომ განსხვავებული ბფორმით დაეფიქსირებიათ ტავიანთი ნება. ქართულმა ოცნებამ უარყო მსგავსი მითითების გაგზავნა თუმცა ჩვენი დამკვირვებლები ხმების დათვლის პროცესში განსაკუთრებით აკვირდებოდნენ რამდენად დაფიქსირდებოდა განსხვავებული ფორმით ხმის მიცემა. იმ უბნებზე სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი და ასეთი იყო 300-მდე უბანი, ჩვენ დავაფიქსირეთ 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არცევანის გაკეთებით, რომელიც გამოიხატებოდა ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზულ არჩევანში. ასევე 40-მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 31, 2016 12:30