საია – აჭარაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ უბნებზე, სადაც საია-ს დამკვირვებლები იმყოფებიან, არჩევნები, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის სამი საჩივარი უკვე დაწერილი აქვთ.

„ორი მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება, ერთი კი დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას ქობულეთის მე-16 უბანზე, სადაც ჩვენი დამკვირვებელი ერთი საათის განმავლობაში არ დაუშვეს, თუმცა ეს დარღვევები ვერ მოახდენს არსებით გავლენას კენჭისყრის პროცესზე“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას. მისი შეფასებით, ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.

banner
წინა სტატიაშიცესკო – საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია
შემდეგი სტატიასოფელ ლეშბადიმში, 42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა