საია: 2022 წელს კანონმდებლობა კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით,2021 წელს გახმაურებული მოვლენების შემდეგ, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნაცვლად ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისა, 2022 წელს კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესდა, კერძოდ, კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროსა  და ევროკავშირის, მკაფიო მოწოდებისა, სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის არა თუ არ განხორციელებულა, ამ თემაზე რაიმე ტიპის დისკუსიაც კი არ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაია: ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას
შემდეგი სტატიასაია: შენარჩნულებულია მავნე პრაქტიკა, რის გამოც პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მისაღებად სასამართლოში დავა უწევთ