საია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.

წარდგენილი საჩივრებიდან საია 117 უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.

“გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტებია”. – აცხადებს საია.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძემ გიორგი რურუას მონახულებაზე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხის საოლქო კომისიას თბილისის, სამგორის უბნის სახელზე დაწერილი საჩივრით მიმართა