30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

საგზაო მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება

საგზაო მოძრაობისას, სიჩქარის გადაჭარბებაზე, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა ათი ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში. ხოლო, 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას − 20 ქულით.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღება და გაცემა შეეძლება
შემდეგი სტატიამდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა