საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 20, 2017 10:52

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.

მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო – საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.

კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.

აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 20, 2017 10:52

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics