“საგზაო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტი იქნება ჩვენი სატრანზიტო-ისტორიული ფუნქციის აღდგენისას”

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

დღევანდელ პრეზენტაციაზე ყველაზე დიდი ადგილი დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურას, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი იქნება ჩვენი სატრანზიტო -ისტორიული ფუნქციის აღდგენისას- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა „სივრცითი მოწყობის“ მოდელის პრეზენტაციისას.

ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთზეც, ანუ რუსეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის თუ პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზეც.

„რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს ტერიტორიებზე განვახორციელებთ ამ სამუშაოებს და არის მზადყოფნა ჩვენი სამხრეთელი მეგობრების და მეზობლებისა, რომ იქიდან ავტობანი გავიდეს ვთქვათ რუსეთში, რადგან ინტერესი ამ რეგიონებს შორის და ეკონომიკური ურთიერთკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და პერსპექტივაში კიდევ უფრო განვითარდება. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ამ მიმართულებებზე გვაქვს მოლაპარაკება დაწყებული, დიდ ნაწილში გასული ვართ ბოლოში, ზოგან გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია უკვე. ძირითადი თანხები იქნება დონორების თანხები, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ამხელა ტვირთს ვერ აიღებს ერთდროულად“,- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “რუმსში” დღეს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ერთ-ერთ რეფორმაზე სივრცითი მოწყობის მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტიებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმში ჩართვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“იმდენი ვისაუბრე ზეწოლებზე, რომ ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და იმედია მათაც არ დაკითხავენ პროკურატურაში”