საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა- დღეს მანანა კობახიძის კანდიდატურას უყარიან კენჭს

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. უმრავლესობა კობახიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ კობახიძის დამტკიცება არ ნიშნავს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას საკონსტიტუციო სასამართლოზე.

სწორედ ხელისუფლების ჩარევის საშიშროებაზე საუბრობს ოპოზიცია და მას დისკრიმინაციული განცხადებების გამოც იწუნებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი კობახიძის მიერ, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთებაზე ამახვილებს ყურადღებას. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს, ამ კრიტერიუმს კი მანანა კობახიძე ვერ აკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაწყვეტილებების მიღება ფარული ჩარევების გარეშე არ ხდება- მიშველაძე