საგარეომ აფხაზეთში თურქი ბიზნესმენების ჩასვლის გამო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

” აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე. თურქული ჰოლდინგის დე-ფაქტო აფხაზეთში ჩასვლა მიანიშნებს მხოლოდ ერთზე – რომ საქართველოს ელჩი თურქეთში ძალიან სუსტი დიპლომატია. რეალურად ჩვენი საგარეო უწყება და ელჩი სწრაფად უნდა რეაგირებდნენ ამ საკითხებზე და ამის შესახებ ჩვენი მოკავშირე თურქეთის ხელისუფლებას აწვდიდეს ინფორმაციას და ზომების მიღებას სთხოვდეს” – ასეთ კომენტარს აკეთებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერის” მიერ 22 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაზე თვითგამოცხადებულ აფხაზეთში თურქი ბიზნესმენების ჩასვლის შესახებ.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და სხვები, გუშინ თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ. თურქული ჰოლდინგ «Gorev Holding»-ის ხელმძღვანელმა ჰუსეინ ტუგაი შენმა მადლობა გადაუხადა მათ მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს დღე ორივე მხარისთის ისტორიული იქნება. შენმა თავის სიტყვაში თქვა, რომ თუკი აფხაზეთი თურქეთთან მჭიდრო კომერციულ კავშირებს დაიჭერს, თურქეთს შეუძლია მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება – აფხაზურმა apsnypress-მა გაავრცელა.

“ბატონმა ჰუსეინმა, ამ კომპანიის პრეზიდენტმა, დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. მას საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები უნდა შეექმნას, რადგანაც დე-ფაქტო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე შევიდა. ახლა თურქეთში ჩვენმა ელჩმა უნდა განუმარტოს ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თურქეთს, დაიბაროს ამ კომპანიის პრეზიდენტი და აუხსნას, რა შედეგები მოყვება აფხაზეთში მისი საქმიანობის დაწყებას. რეალურად მან შეიძლება ეს არც იცოდეს.
დე-ფაქტო აფხაზეთში არა მარტო თურქები შედიან, სხვადასხვა კომპანიებია ჩასული. ისიც საინტერესოა, რომ არჩევნებზე ჩასული არიან გერმანიიდან დამკვირვებლები. საელჩო უნდა დაინტერესდეს, ვინ არიან, ვინ იმყოფებიან იქ. სირაქლემას პოლიტიკაში არ უნდა იყოს ჩვენი საგარეო უწყება და უფრო მკვეთრად უნდა მოქმედებდეს”
– ამბობს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ოპტიმიზმის მიზეზი არის ისტორია – თითქმის ყველა იმპერია საქართველოში შემოდიოდა და გადიოდა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების მიერ არცევთან დაკავებული 24 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს