საგარეო უწყების ხელმძღვანელი სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.

სენატორთან შეხვედრაზე ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რაც ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებითაა საჭირო.

მინისტრმა სენატორს ბოლო დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება.

სენატორმა საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების გატარების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.

banner
წინა სტატიაშიპუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისში აღდგება
შემდეგი სტატიატელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებისთვის მოულოდნელია, რომ დავას მხოლოდ 2 მხარე ჰყავს