საგარეო უწყების ცნობით, პან გი მუნის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი დღეს გახდება ცნობილი

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო პან გი კი მუნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი დღეს, გაერო-ს გენერალური მდივნის აპარატში გამართავს შეხვედრებს, რის შემდეგაც გენერალური მდივნის ვიზიტის ზუსტი დრო გაირკვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი რეგიონში გადაიდო და შესაბამისად, მისი ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს აღარ გაიმართება.

გაერო-ს გენმდივნის, პან გი მუნის სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაცია გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ვიზიტის თარიღი გადაიხედება.

ცნობისთვის, მოსალოდნელი იყო, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიაში სტუმრობისას, გაერო-ს ცივილიზაციის მე-7 გლობალურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებდა.

banner
წინა სტატიაში,,ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა პენსიონერთათვის საარსებო შემწეობის მოხსნას აგრძელებს”
შემდეგი სტატიაკატასტროფის რისკის შემცირების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო