საგარეო უწყება – საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ოთხივე უსაფრთხო ადგილასაა

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმებულია ცხელი ხაზი.

banner
წინა სტატიაშილაშა ჟვანია – ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ
შემდეგი სტატიათრონდ ჰელელანდი – ნორვეგია ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმედი გვაქვს, ერთ დღეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება