33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

საგარეო უწყება – საქართველოს პოზიცია ცნობილია და არასდროს მიუღია მონაწილეობა 3+3 ფორმატის შეხვედრებში

საქართველო „3+3 ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში 3+3 ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს რუსული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი.

“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი – პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიგენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატიახორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა