საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერშუეთში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვას ეხმაურება:

“ეს არის ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც არამარტო ზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

ეს ფაქტი და ზოგადად ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა ეს ქმედება ადეკვატური საერთაშორისო შეფასების და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს”.

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს.

 

banner
წინა სტატიაშივინ აჩუქა ვანო ზარდიაშვილს 100 ათასი დოლარი და რა თანხად შეიძინა 4 ბინა ერთ წელიწადში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს