25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

საგარეო უწყება: ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზე ვართ, ისინი უსაფრთხოდ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ამ დრომდე არ შესულა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მდინარაძემ არა მხოლოდ ღარიბაშვილის მიჭირხვნის ოპერაცია ჩააგდო, არამედ ჩააფლავა ივანიშვილის მთავარი დავალება