საგარეო უწყება: კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაული სავარაუდოდ, დაიღუპა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონგოში მომხდარ დაპირისპირებას შესაძლოა, ტყვედჩავარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ემსხვერპლა, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

ზვიად გონაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სოსო ოსურაული სავარაუდოდ, დაიღუპა.

„ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. შესაძლოა, დაღუპულთა შორის იოსებ ოსორაულიც იყოს. ჩვენ ამ საკითხის გადამოწმებას ვცდილობთ, თუმცა პასუხი ჯერ ვერც საერთაშორისო ორგანოზაციებიდან მივიღეთ“, – განაცხადა ზვიად გონაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა, კონგოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს სოსო ოსორაულის ძმაც ესწრებოდა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი – დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ მაკალისტერი : საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები
შემდეგი სტატიათორდია: პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, ეს დანაშაული არ შერჩება!