საგარეო უწყება იერუსალიმის პატრიარქის აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრას ეხმაურება

ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს მესამეს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზი და ოსი მომლოცველების დელეგაციის მიღება და მათი დალოცვა იყო.

თეოფილოს III-მ აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩული მიცემა.

“ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე აღდგომის დღესასწაულზე. ამ პერიოდში, როგორც ჩემთვის ცნობილია ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს,” – განაცხადა თეოფილოს III-მ.

აფხაზურ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 აპრილს, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ იერუსალიმში აფხაზი მომლოცველები მიიღო და ე.წ. “აფახაზეთის მთავრობა” დალოცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული
შემდეგი სტატიაპოლიციის უფროსი გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა