საგარეო უწყება იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარ მძლავრ მიწიძვრასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”,- აღნიშნულია უწყების სამძიმრის წერილში.

იაპონიაში დღეს 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 18 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 900 ადამიანი, ათასობით ადამიანმა კი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. იაპონიაში ამავე ტერიტორიაზე მიწისძვრა ორი დღის წინაც მოხდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 28-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 2000-მდეა.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის პოლიციასთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: 5 თვე წინასაარჩევნო კამპანია არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველა ევროპული ქვეყნისთვის