საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საქართველოს საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ტოკიოში, საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი (+81 70) 31805601.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

„მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას“, – ნათქვამია სგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, სასამართლო მნიშვნელოვან გამოწვევას თავს ღირსეულად გაართმევს” – ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის პროცესზე