საგარეო უწყება ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომის დეტალებზე ინფორმაციას აქვეყნებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, მიმართა აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას.

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა მიმდინარეობს.

მასში საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები.

25 აპრილის, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე.

კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ხაზი გაუსვა პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ამჟამად განიხილება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში, დავით ზალკალიანმა მიმართა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დააჩქარონ შესაბამისი პროცედურები.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ევროპარლამენტის წევრებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე განხილვების დროულად დასრულებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115”-ის აქცია დაიშალა
შემდეგი სტატია“იმედის” გენერალური დირექტორი შალვა რამიშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს