საგარეო უწყება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმება

news
ავტ.: news ივლისი 7, 2016 12:10

საგარეო უწყება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმება

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭის ყრა გაიმართა.

კომიტეტმა წერილობითი მოსაზრება 13 ივნისს წარადგინა.

საგარეო უწყების განცხადებით, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტის მიღებას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი.

“საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებასა და განახლებული რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უახლოეს მომავალში ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა.

მივესალმებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი უახლოეს პერიოდში ეყრება”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2016 12:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics