16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

საგარეო უწყება: დასრულდა საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება

დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების თანახმად, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს,საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით.

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ აღაიანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატრამპი – ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო