საგარეო უწყება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გამოხატეს, სადაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთელი საქართველო გლოვობს შემზარავი ინციდენტის მსხვერპლებს. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამადლობელ წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

წინა სტატიაშისოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიააშშ-ში ქართველმა ემიგრანტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს