საგარეო უწყება ანგელა მერკელის ვიზიტზე – მაღალი დონის ვიზიტები გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია

მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა ერთ-ერთი პრიორიტეტია გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის ეწვევა ანგელა მერკელი საქართველოს.

„მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა ყოველთვის მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. კონკრეტულ თარიღებს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

როგორც „თაიმერს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტზე საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშილისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა – ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა