საგარეი უწყებამ არ იცის, რა სტატუსით მონაწილეობს აფხაზეთი ტურისტულ გამოფენა “Hungexpo“-ში

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გენადი გაგულიას განცხადებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა “Hungexpo“-ში მონაწილეობს,როგორც დამოუკიდებელი სახლელმწიფო.გამოფენა  უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
„ჩვენი ექსპოზიციები, როგორც ყოველთვის, დიდი პოპულარობით სარგებლობს – აფხაზეთი ყველას აინტერესებს. სამწუხაროდ, ყველას არა აქვს ინფორმაცია ჩვენთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,“ – ციტირებს გაგულიას სიტყვებს აფხაზური მედია.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით კი, უნგრეთში ჩვენი საელჩო სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.
„როცა დეტალებს გავარკვევთ, ინფორმაციას ამის მერე გავავრცელებთ,“ – განუცხადეს „თაიმერს“ ჯანელიძის უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: “ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის
შემდეგი სტატიაშსს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძის დანიშვნას არ ადასტურებს