საგარეო უკრაინაში საქართველოს ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე დარჩიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო და არადიპლომატიური უწოდა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ელჩი მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს.

“ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. სხვათა შორის, ელჩმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის მოემგზავრება საქართველოში, ის სამინისტროში გააგრძელებს ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვფიქრობ საერთოდ კითხვები არ არსებობს, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ამიტომ არის უსაფუძვლო ეს [უკრაინის] გადაწყვეტილება”, – თქვა დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მზად ვართ, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს
შემდეგი სტატიაარასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა – პაპუაშვილი