საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტირუსულ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს – შუაშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტირუსულ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს – შუაშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი. ისინი, ევროპული საქართველოს წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად, დროებით კედელზე ანტირუსული წარწერებს აკეთებდნენ, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა. აქტივისტები დროებით კედელზე აწერდნენ: “20%”, ხატავდნენ საბჭოთა სიმბოლიკას.

“ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ახალი ამაში არ არის, პროტესტს მაინც ვერ გააჩერებენ. მაინც მიიღებენ საბოლოო ჯამში იმას, რაც ეკუთვნის მოღალატე ხელისუფლებას” -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ “შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.

2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში “პროვოკაციის უარყოფით შედეგებში” სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს.

banner
წინა სტატიაშიგირჩი: საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ და TESLA-ს ვეღარ ვათამაშებთ
შემდეგი სტატიაCOVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით ევროპასა და რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა