საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით. სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი ვის რა დოკუმენტი აქვს, ვიცი, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გავაკეთეთ”
შემდეგი სტატია“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს