საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ.ვიზიტის შესახებ

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას.
შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საქართველოს ტერიგორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ უფლებებს და არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებში.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა გაჩიანში
შემდეგი სტატიაSOS! სამეგრელოს კატასტროფა ემუქრება! (ფოტოები)