საგარეო საქმეთა სამინისტრო – თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად ქართველები არ დაშავებულან.

“ამ ეტაპზე, საკონსულოში ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”,- აცხადებენ უწყებაში.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, ქორწილის დროს აფეთქება მოხდა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა, 94 კი მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ინტერნეტში თურქეთში ქორწილის დროს განხორციელებული ტერაქტის პირველი კადრები ვრცელდება
შემდეგი სტატიათურქული ხომალდი ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოებში მეორე დღეა მონაწილეობს