საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული
შემდეგი სტატიაათათურქის სახელობის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა