საგარეო საქმეთა სამინისტრო – სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება.

„საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია,,რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული ანექსია, რისი შესაძლებლობაც მისცეს სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და უშიშროების საბჭომ”