10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში”,_  ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს ირანული დრონები აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანის სკოლის მახლობლად და ქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის გამო, აზერბაიჯანმა ირანის ელჩი დაიბარა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თავდასხმა მათ არ განუხორციელებიათ. თავდასხმას ალიევმა ტერორისტული აქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგენერალურმა პროკურორმა რანგში დაწინაურებულ პროკურორებს და გამომძიებლებს  სერტიფიკატები გადასცა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში დარტყმების მე-12 ტალღა განახორციელეს