საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგთან დაკავშირებით, შეხვდრა გაიმართება.

შესაბამისი შინაარსის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის საჯარო განხილვებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

“აღნიშნული საჯარო განხილვების ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეული არიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ქართული მხარისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანდრეი მამიკინსი: ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის „სისხლი“, დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე-რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო მასალები საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გადასცა